დიმიტრი პესკოვი: ნატოს ექსპანსიამ რუსეთის მიმართულებით, ევროპას უსაფრთხოება და სტაბილურობა ვერ მოუტანა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ნატოს-ს სამხედრო ექსპანსიამ რუსეთის მიმართულებით, ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი ვერ გააუმჯობესა.

დიმიტრი პესკოვმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან გააკეთა, როდესაც პოლონეთის მიერ ბოლო დროს გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯები მიმოიხილა.

„ჩვენს თვალწინ ხდება ნატოს სამხედრო ძალების ეტაპობრივი ექსპანსია, რაც სულ უფრო და უფრო მოიწევს ჩვენი საზღვრებისკენ. ეს ფაქტი არამც და არამც არ არის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტი ევროპის კონტინენტზე“, – აღნიშნა პრესკონფერენციაზე დიმიტრი პესკოვმა.

ცნობილია, რომ პოლონეთის მთავრობა ცდილობს აშშ-ის სამხედრო შენაერთები ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩნენ უსაფრთხოების გარანტორის რანგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები