მალაიზიელმა სამართალდამცველებმა 1,2 ტონა კრისტალური მეტამფეტამინის პარტია ამოიღეს
მალაიზიელმა სამართალდამააცველებმა კრისტალური მეტამფეტამინის უდიდესი პარტია ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ მეტამფეტამინი 1,2 ტონას იწონის და ამ ტიპის ნარკოტიკული საშუალების ყველაზე დიდი, აღმოჩენილი პარტიაა მსოფლიო მასშტაბით.
არსებული ინფორმაციით, ნარკოტიკის მწარმოებლებმა მეტამფეტამინი ჩაის ყუთებში დააფასოეს და მიანმარიდან უკანონოდ მალაიზიაში გადაზიდეს.
მალაიზიელმა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის გადაზიდვაში ეჭვმიტანილი 6 პირის დაკავება უკვე შეძლეს.
ექსპერტების განცხადებით, ამოღებული მეტამფეტამინის პარტია 1,178 ტონას იწონის და მისი ჯამური ღირებულება 18 მილიონი აშშ დოლარია. ცნობისათვის, ბოლო დროს ტაილადნში, მალაიზიასა და ინდონეზიაში მეტამფეტამინის დამამზადებელი მცირე ზომის საწარმოები მომრავლდა, რასაც უშედეგოდ ებრძვიან სამართალდამცველები. გასულ წელს ტაილანდსა და ინდონეზიაში ხსენებული ნარკოტიკების ასევე რეკორდული ნაოდენობა იქნა ამოღებული, თუმცა ქუჩებში ამ ნივთიერების გავრცელება ჯერ კიდევ უკონტროლოდ მიმდინარეობს.