პალესტინის ლიდერი ჰოსპიტალიზებულია

პალეტსინის ლიდერი, მაჰმუდ აბასი, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებაში, პალესტინის ლიდერს ფილტვის ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა უტარდება.

ცნობილია, რომ მაჰმუდ აბასს საავადმყოფოშო 8 დღით მოუწევს დარჩენა.

82 წლის მაჰმუდ აბასი საავადმყოფოდან გუშინ უნდა გაეწერათ, თუმცა მედოკოსებმა მისი სამკურნალო დაწესებულებაში კიდევ რამდენიმე დღით გაჩერება გადაწყვიტეს.
ცნობილია, რომ 82 წლის პალესტინის ლიდერი, თამბაქოს აქტიური მომხმარებელია. ამის გამო, მას უკვე რამდენიმეჯერ შეექმნა ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები. მისი საავადმყოფოდან გამოწერა რამდენიმე დღში იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები