დონალდ ტრამპი: ჩრდილოეთ კორეას აღმშენებლობა და კარგი ეკონომიკური პერსპექტივები ელის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოეთ კორეას “აღმშენებლობა და კარგი ეკონომიკური პერსპექტივები” ელის. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი წერს, რომ მისი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინის შეხვედრის დეტალების დასაგეგმად, ფხენიანში აშშ-დან უკვე ჩავიდა სამთავრობო დელეგაცია.

„ჩემი და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მოსამზადებლად, ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ კორეაშია. მწამს, რომ ჩრდილოეთ კორეას შესანიშნავი პოტენციალი გააჩნია და ერთ მშვენიერ დღეს, შესანიშნავი სახელმწიფო იქნება ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. კიმ ჩენ ინი ამაში მეთანხმება. ეს აუცილებლად მოხდება!“, – წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

ცნობისათვის, დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის საკითხი კვლავაც აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა შაბათს განაცხადა, რომ ის 12 ივნისს დაგეგმილ შეხვედრას კვლავაც განიხილავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე, რამდენიმე დღის წინ გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები