მალიში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა
მალიში სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად.
შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ ბლოკპოსტზე მოხდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო MaliJet-ი ავრცელებს.
თავდასხმას ნიგერთან, საზღვრის სიახლოვეს მოხდა, სადაც ყოველკვირეული ბაზრობა იმართებოდა ღია ცის ქვეშ. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო ბრიგადები. არ არის გამორიცხული, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მომდევნო საათებში გაიზარდოს.
გარდაცვლილთა შორის არიან როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ისე სამხედრო პირები. ამ დრომდე მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.