აშშ-ს დელეგაცია კვლავ ფხენიანში იმყოფება
ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაცია გუშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისა და აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალების განსახილველად, ფხენიანში გაემართა.
ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
ცნობილია, რომ შეხვედრა კვლავ 12 ივნისს არის დაგეგმილი და როგორც იყო შეთანხმებული, სინგაპურში გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი სამხრეთ კორეაში, სუნ კიმი ხელმძღვანელობს, რომელიც ოფიციალური ფხენიანის ბირთვული განიარაღების მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა.
ცნობისთვის, 2 დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან თავად გააუქმა მიმდინარე წლის 12 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა, მოლაპარაკებები ამ თემაზე კვლავაც მიმდინარეობს.