იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ ხერხდება

იტალიაში კოალიციური მთავრობის ფორმირება კრახით დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

სამოქალაქო სამართლის პროფესორმა ჯუზეპე კონტემ, რომელსაც მთავრობის ფორმირება ევალება, სახელმწიფოს მეთაურის მანდატი დააბრუნა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის კანცელარიაში დღეს გააკეთა.

ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, კოალიციური მთავრობის ფორმირებისათვის დაბრკოლება ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის კანდიდატურა გახდა. პარტია „ლიგა“-ს 81 წლის ეკონომისტს, პაოლო სავონის უჭერდა მხარს, თუმცა პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ ამ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, რითაც კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობაც დაკარგა.

პოლიტიკური ექსპერტების განცხადებით, არსებული პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, თუ იტალია უახლოეს პერიოდში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ვერ მოახერხებს, ეს ვადამდელი არჩევნების ჩატარების პირველი წინაპირობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები