ჩინეთი აშშ-ს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, უ ციანიამ გააკეთა. ჩინეთის საჰაერო ძალებმა საპასუხო ქმედების ფარგლებში, საბრძოლო თვითმფრინავებით შემოფრენა განახორციელეს და ამერიკულ ძალებს გაფრთხილება მისცეს თავი შეიკავონ მომავალში მსგავსი ქმედებებისგან. ჩინეთის თავდაცვის უწყების პირველი პირი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, სიტუაციის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დატოვოს ჩინეთის საჰაერო სივრცე. „მსგავსი ქმედებები მსოფლიო სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს და ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს კიდევ უფრო ამწვავებს“, – აღნიშნა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, უ ციანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები