ბერლინში მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გაიმართა
ბერლინში 30 ათასამდე ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მისაღებად გამოვიდა. მომიტინგეები ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტკის შეცვლას ითხოვენ, რადგან, მათი აზრით, ქვეყანას ისლამიზაცია ემუქრება.
ამის შესახებ ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung ავრცელებს. საპროტესტო აქცია რაიხსტაგის შენობის წინ მიმდინარეობდა. ადგილზე სამართალდამცველების სიმრავლე შეინიშნებოდა, თუმცა შეკრებამ დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ცნობისათვის, 2017 წელს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა წინასაარჩევნოდ ერთ-ერთი უმთავრესი გადასაწყვეტი საკითხი იყო. გერმანიის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის „ღია კარის პოლიტიკის“ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ვინაიდან, ხსენებული გადაწყვეტილების გამო, ქვეყანაში სიტუაცია დღითიდღე მძიმდება.