სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის პირველი პირები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი – კიმ ჯაე-მუნი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს. სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის პირველი პირები ამ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს, ისინი კიმ ჩენ ინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესაძლო სამიტის დეტალებს განიხილავენ. არსებული ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს, ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებული შტატებს შესაძლო სამიტის ჩატარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
კიმ ჯაე-მუნი ორსაათიანი შეხვედრის დეტალებზე სავარაუდოდ, ხვალისათვის ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.