ტრამპი კვლავ კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე ალაპარაკდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა „ძალიან პროდუქტიული“ მოლაპარაკებები გამართა ფხენიანთან, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შესაძლო შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ძალიან პროდუქტიული საუბარი გვქონდა ფხენიანთან, სამიტის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით, თუ ეს მოხდება, ალბათ, შეხვედრა სინგაპურში გაიმართება, 12 ივნისს“, – აღნიშნავს ტრამპი თავის პოსტში.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რასაც მთელი მსოფლიოს დანაკარგი უწოდა.