თეთრი სახლი ბაშარ ალ-ასადს კიდევ ერთხელ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიას გაფრთხილება მისცა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის, „მკაცრ და შესაბამის ზომებს“ მიიღებს . თეთრმა სახლმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმ ფაქტზე, რომ სირიის დემილიტარიზებულ ზონაში სირიის სამთავრობო არმია კვლავ სამხედრო ოპერაციას ატარებს.
ოფიციალურმა ვაშინგტონმა ბაშარ ალ-ასადი კონფლიქტის გაღრმავების გამო, კიდევ ერთხელ გააფრთხილა.
„სირიაში დეესკალაციის გარანტორებად რუსეთის ფედერაცია და იორდანია მოიაზრებიან, თუმცა ბაშარ ალ-ასადის მიერ ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატები შესაბამის ზომებს მიიღებს”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები