ციკლონ „მეკუნუს“ 5 ადამიანი ემსხვერპლა, 40 კი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა
იემენის კუნძულ სოკორტაზე, ციკლონ „მეკუნუს“ შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 40 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გარდაცვლილთა შორის 4 იემენის და 1 ინდოეთის მოქალაქეა. უგზოუკვლოდ დაკარგულთა შორის სხვადასხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები ფიგურირებენ.
სოკორტაზე მიმდინარე მოვლენების გამო, იემენმა კუნძულზე საგანგებო ვითარება გამოაცხადა. ვარაუდობდნენ, რომ ტროპიკული ციკლონი „მაკუნუ“ შესუსტდებოდა მანამ, სანამ სოკორტას მიაღწევდა, თუმცა პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. ამჟამად, ციკლონი არაბეთის ნახევარკუნძულისკენ მიიწევს.
ცნობისათვის, იემენში მიმდინარე 7-წლიანი სამოქალაქო ომის გამო, ისედაც უმძმესი მდგომარეობაა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით. ომის შედეგად, გარდაცვლილია 10 000 ადამიანი, ხოლო სამი მილიონი მოქალაქე იძულებით გადაადგილებული პირია. ექსპერტების თქმით, ციკლონის შედეგებთან გასამკლავებლად, იემენს საჭირო რესურსები არ გააჩნია.