ერაყის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის წევრის პარტიის ოფისთან ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
ერაყში, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული მოქთალა ალ-სადრის კოალიციის წევრის პარტიის ოფისთან ახლოს ორი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვნეს. სამართალდამაცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფა მანამდე მოახერხეს, სანამ დეტონაცია მოხდებოდა.
კოალიციის წარმომადგენლის, საიდ იასიმ ჰელფის განცხადებით, ინდიცენტი ერთგვარი მესიჯი იყო არჩევნებში დამარცხებული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან.
როგორც ცნობილია, ერაყში საპარლამენტო არჩევნები არჩევნები 18 მაისს გაიმართა, სადაც ყველას გასაკვირად, სადრის ბლოკმა გაიმარჯვა.