აშშ-ში, სკოლაში კვლავ სროლა იყო
აშშ-ს შტატ ინდიანაში მდებარე სკოლაში სროლა იყო. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
პოლიციამ უკვე შეძლო თავდამსხმელის დაკავება. მიმდინარეობს მისი იდენტიფიცირება და მოტივის დადგენა. ამ დროისთვის ყველა მოსწავლე მაღალი კლასების სკოლის შენობაში იმყოფებიან და მშობლებს მათი სახლში წაყვანა სთხოვეს.
გასულ კვირას აშშ-ს ქალაქ სანტა-ფეში არსებულ სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და ასევე ათი ადამიანი დაიჭრა.