გერმანია წუხილს გამოთქვამს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის გაუქმების გამო
გერმანიის მთავრობის სპიკერის განცხადებით, გერმანია წუხილს გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების თაობაზე.
„გერმანიის მთავრობის მხრიდან, უმაღლეს დონეზე გამართულ დიალოგს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების დე-ესკალაციის თვალსაზრისით,“ – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფან სიბერტმა განაცხადა.
ცნობისათვის, ჩრდილოეთ კორეამ დღეს განცხადება გააკეთა იმის, თაობაზე, რომ მზადაა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში ჩაატაროს. ოფიციალურმა ფხენიანმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 ივნისს დაგეგმილი სამიტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან გააუქმა.