თურქეთი ამერიკის მიერ ირანისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს ეხმაურება

„თურქეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიცვას თურქული კომპანიები ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისან“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განცხადება დღეს გააკეთა.

თურქეთის საგარეო უწყებამ, ხსენებული განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე ირანული და თურქული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.
ჰამი ასკოიმ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა ყველა საჭირო პირობა შეასრულა ამერიკული მხარისგან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვისათვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ოფიციალური ანკარა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან იგივეს მოელის.
ცნობისათვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რამდენიმე დღის წინ, სპეციალური რეზოლუცია მიიღო, რომელიც თურქეთისათვის F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები