ისრაელი ირანთან ღია სამხედრო კონფლიქტს არ გამორიცხავს

იერუსალიმის საქმეთა და ეკოლოგიის მინისტრის, ზეევ ელკინის განცხადებით, ის ირანსა და ისრაელს შორის არსებულ დაძაბულობაში ღია, შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტის დაწყების რისკებს ხედავს.

„ამის რისკი ყოველთვის არსებობს, რადგან ირანი ყოველთვის აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება სურს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ღია, სამხედრო დაპირისპირების რისკი არსებობს”, – აღნიშნა ზეევ ელკინმა.

მინისტრმა აქვე დასძინა, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ირანი უდიდეს თანხებს სირიის სამხედრო გეგმების განხორციელებაში დებს და ასევე „ჰესბოლას“ ლიდერებს აფინანსებს ლიბიაში.
მისი თქმით „ჰესბოლა“ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ხელში მთელი სახელმწიფო ჩაიგდო და მრავალრიცხოვანი ჯარი ახლა მის განკარგულებაშია, ამ ყველაფერს კი ელკინის მტკიცებით ირანი აფინანსებს.
იერუსალიმის საქმეთა და ეკოლოგიის მინისტრის განცხადებით, მოცემული სიტუაციის გათვალისწინებით, მისთვის უცნობია, თუ კიდევ რამდენად შორს შეუძლია ირანს შეტოპოს არსებული დაპირისპირების კუთხით.

ცნობისათვის, ისრაელი ირანს სირიის შეიარაღებაში ადანაშაუალებს და ამტკიცებს, რომ ირანი, სირიის სამხედრო პლაცდარმად გადაქცევას აპირებს ისრაელთან დაპირისპირების კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები