ჩრდილოეთ კორეა მზადაა აშშ-ს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში შეხვდეს

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კიმ კე ქვანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპასუხო განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზად არის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში ამერიკის შეერთებულ შტატებთან სამიტი ჩაატაროს, რომელიც ამერიკულმა მხარემ ცალმხრივად გააუქმა.

„ჩვენ მზაობას გამოვთქვამთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ და გადავწყვიტოთ საკითხები ნებისმიერ ფორმატში ნებისმიერ დროს“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კიმ კე ქვანის თქმით, ჩრდილოეთ კორეა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების წარმართვაში დაინტერესებულია მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ მიმდინარე წლის 12 ივნისს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინთან 12 ივნისს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. დონალდ ტრამპის თქმით მოცემულ მომენტში შეხვედრის ჩატარება უადგილო იქნებოდა.

„სამწუხაროდ, იმ ღია მტრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, რომელიც თქვენს ბოლო განცხადებაში იყო ნაჩვენები, მივიჩნევ, რომ ამ მომენტში დაგეგმილი შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონელია“, – ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები