სტამბოლში, ათათურქის აეროპორტის ადგილას, სახალხო ბაღი გაშენდება

თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ათათურქის სახელობის აეროპორტის ადგილზე, „სახალხო ბაღი“ გაშენდება. მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაეფ ერდოღანმა გააჟღერა.
„ათათურქის აეროპორტი დიდ ბაღად გადაიქცევა და გვექნება „სახალხო ბაღი“. გვექნება ისეთი ბაღები, როგორიც ინგლისშია“, – აღნიშნა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მსგავსი „სახალხო ბაღები“ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც გაიხსნება.
ბაღის გაშენება სტამბოლში ახალი აეროპორტის ნაწილობრივი გახსნის შემდეგ დაიწყება, რომელიც 29 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
როგორც უკვე ცნობილია, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტი 2018 წლის 29 ოქტომბერს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები