რუსეთში მამაკაცმა ოჯახის 5 წევრი მოკლა და თავი მოიკლა

რუსეთში, კერძოდ კი იაკუტიის მხარეში, 52 წლის მამაკაცმა მეზობლები დახოცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ-წყაროები ავრცელებენ.
სააგენტო SakhaPress.ru-ს ცნობით, მკვლელობების სერია ბულგუნიახტაგის სოფელში მოხდა. დადგინდა, რომ მკვლელობის მომენტში თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, სააგენტო იტყობინება, რომ დამნაშავე მეზობლებს ესტუმრა და ერთი ოჯახის 5 წევრი სასტიკად მოკლა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია.
საქმეზე არსებული პირველადი ინფორმაციის თანახმად, მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
რეგიონალური მმართველობის წარმომადგენლის განცხადებით, მამაკაცი სოფელში ცოტა ხნის წინ გადასახლდა. ის თითქმის არავისთან კონტაქტობდა, სახლის ფანჯრები კი ფიცრებით ჰქონდა აჭედილი. სოფლის მაცხოვრებლები მკვლელს მშვიდ ადამიანად ახასიათებენ და აღნიშნავენ, რომ მას წარსულში რაიმე აგრესიული ქმედება არ გამოუვლენია, თუმცა მის ფსიქიკურ მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებს აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები