ე.წ. მატროსოვის ციხის ყოფილი დირექტორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია
ე.წ. მატროსოვის ციხის ყოფილი დირექტორის შოთა მახარაშვილის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დადგენილია. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად ბოროტმოქმედის ძებნის ღონისძიება მინდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117 – ე მუხლით, რაც ჯანრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შოთა მახარაშვილი 10 მაისს, მუხრანში გულ-მკერდის არეში დაჭრეს. მას ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.