ამერიკის პრეზიდენტი ტვიტერზე მომხმარებლის ნეგატიურ პოლიტიკურ კომენტარებს ვეღარ დაბლოკავს
მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საკუთარი ტვიტერის გვერდზე, მომხმარებლებს, მათ მიერ გაჟღერებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვეღარ დაბლოკავს.
მოსამართლე ნაომი რის ბუხვალდი თავის დადგენილებაში აღნიშნავს, რომ მომხმარებლების დაბლოკვა არაკონსტიტუციურია და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას წარმოადგენს.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ პრეზიდენტის უფლებები პირველი შესწორების შესაბამისად, მან იმ პირთა უფლებებიც არ უნდა შეზღუდოს, რომლებმაც პრეზიდენტი გააკრიტიკეს”, – ნათქვამია მოსამართლის დადგენილებაში.