სირიაში მომხდარ შეტაკებას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის არმიის, სულ მცირე, 30 ჯარისკაცი დაიღუპა ქალაქ პალმირას სამხედრო პოსტთან მომხდარი შეტაკების შედეგად, რა დროსაც სამთავრობო ძალებს ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცები თვითმკვლელმა ტერორისტებმა იმსხვერპლეს. მათ, შეტაკებების დროს, რამდენიმე ერთეული ჯავშანმანქანაც უმაგრებდათ ზურგს.
თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც სირიის არმიამ რადიკალი ისლამისტები დამასკოდან განდევნეს.
ცნობისათვის, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, მდინარე ევფრატის ხეობა გასულ წელს დატოვეს და ამჟამად მხოლოდ სირიაში არსებული უდაბნოს ტერიტორიაზე ინარჩუნებენ პოზიციებს.