ინდოეთში, საპროტესტო აქციაზე, 11 ადამიანი მოკლეს
ინდოეთში, ტამილ-ნადუს შტატში მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციისას, ინდოელმა სამართალდამცველებმა, აქციის 11 მონაწილე მოკლეს. აქციის მსვლელობისას, მოვლენები ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, რა დროსაც სამართალდამცველებმა, აუცილებელი მოგერიების საჭიროებიდან გამომდინარე, ცეცხლი გახსნეს.
მომიტინგეები ქალაქში არსებული სპილენძის შემადნობელი ღუმელის გაჩერებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, სპილენძის ქარხნის გამო, ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი ხდება ისევე, როგორც თევზაობის შესაძლებლობა, რაც მათ საკვებ წყაროს წარმოადგენს.
მომხდარი ფაქტი ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმა სასტიკად დაგმეს და ინციდენტს ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტი უწოდეს.