კონგოში ებოლას ვირუსმა კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ კონგოს ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა. მთავრობის წარმომადგენელმა ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ვირუსის შესახებ გააფრთხილა და ტერიტორიის დატოვება ურჩია, თუმცა კონგოს მოსახლეობაში ინფორმაციული დეფიციტის გამო, პრევენციული ღონისძიებების გატარება ხშირად ვერ ხერხდება.
ბოლო შემთხვევისას ებოლას ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვალება ქალაქ მბანდაკაში მოხდა. ებოლას ვირუსის აფეთქების ადგილზე მომუშავე ექთნის სიკვდილი კი, სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა.
ცნობილია რომ პირველი გარდაცვლილი ხალხმრავალ ადგილას, ქალაქის ცენტრში მუშაობდა, თუმცა ადგილზე პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.
ცნობისათვის, 1976 წლიდან დღემდე, ებოლას ვირუსმა კონგოსა და ზაირში უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეცნიერების ვარაუდით, ვირუსი კონგოსა და ზაირის გასაყარზე მდებარე ტყეში მობინადრე ღამურებმა გაავრცელეს. მხოლოდ აპრილის თვეში, კონგოში, ებოლას ვირუსით დაინფიცირების შედეგად, ჯამში 28 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები