ავღანეთში 6 გამნაღმველის ცხედარი იპოვეს
ავღანეთში, ტაპის საერთაშორისო მილსადენის მიმდებარედ მომხდარი აფეთქების შედეგად, ცნობილი ხდება, რომ 6 გამნაღმველია დაღუპული. თავდასხმა მილსადენზე რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც გამნაღმველები, მილსადენის მშენებლობის დაწყებამდე, ტერიტორიის დათვალიერებას ახორციელებდნენ.
გამნაღმველები, ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმისას, ისლამისტმა მებრძოლებმა გაიტაცეს. მათი ცხედრები მაივანდის პროვინციაში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. თითოეულ მათგანს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ამ დრომდე კვლავ უცნობი რჩება, თუ რომელმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ განახორციელა თავდასხმა გაზსადენზე.
თალიბანის წარმომადგენელმა თავდასხმაში მათი მებრძოლების მონაწილეობა კატეგორიულად უარყო, ვინაიდან ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლის აზრით, გაზსადენი ავღანეთისთის მნიშვნელოვანი და ღირებული ობიექტია.
ტაპის გაზსადენი 8 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტია, რომელიც გაზის ტრანსპორტირებას, თურქმენეთიდან ინდოეთში, ავღანეთის და პაკისტანის გავლით უზრუნველყოფს.