ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მაიკ პომპეოს გამონათქვამებს მკაცრად აკრიტიკებს
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამმად ჯავადიმ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს კომენტარებს, ირანთან მიმართებაში, არასწორი და ილუზორული უწოდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პომპეო თეირანის მისამართით კვლავ ძველ ბრალდებებს აჟღერებს, რასაც უხამსი ტონიც ემატება.
ცნობილია, რომ მაიკლ პომპეომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ამერიკა ირანს სანქციებს დაუწესებდა, თუ ის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ კი იემენში, სირიასა და ლიბანში სამხედრო გავლენას არ შეასუსტებდა.