ინდოეთში, სასამართლომ, ჩვილ ბავშვზე ძალადობის და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა

ინდოელ ნავენ გადკეს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 26 წლის მამაკაცს, ეს ვერდიქტი, ჩვილის გაუპატიურებისა და მხეცური მკვლელობის გამო გამოუტანეს.
სასჯელის უმაღლესი ზომის მისასჯელად, ინდოეთის სასამართლოს, სულ სამი კვირა დასჭირდა. სასიკვდილო განაჩენის გამოტანა მათ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ინდოეთში გაუპატიურებებისა და მხეცური მკვლელობების სერია დაფიქსირდა.
განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე ხნით ადრე კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც მომიტინგეები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვდნენ.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილში, 26 წლის ნავენ გადკემ მძინარე 3 თვის ჩვილი გაიტაცა, მასზე სექსუალურად იძალადა და შემდეგ უსასტიკესი მეთოდით მოკლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები