ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ამერიკის ლიდერებს დაუნდობლები უწოდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის სამხედრო მაღალჩინოსანმა, ამერიკის ლიდერებს, არალოიალურები და დაუნდობლები უწოდა. მან ირანის პარლამენტში განაცხადა, რომ თეირანი ვაშინგტონს ქედს არ მოუხრის.
„ირანის შეიარაღებული ძალები, ღმერთის წყალობით, ბევრად უფრო მობილიზებულები არიან და არ დაელოდებიან ნებართვას, საკუთარი შესაძლებლობების გასავითარებლად“- აღნიშნა პარლამეტში გამოსვლისას ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების მისამართით, ეს გამონათქვამები, მან მას შემდეგ გააჟღერა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს ამერიკა ისტორიის მანძილზე ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებს.
ცნობისათვის, ამ მოვლენებიდან ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპმა, ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე, განცხადება გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები