ირანი აშშ-ს ურჩევს, მუქარის ტონით საუბარი შეწყვიტოს
ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ეცხაკ ჯახანგირი ამერიკის შერთებულ შტატებს აფრთხილებს, შეწყვიტოს მუქარის ტონით საუბარი ირანის მისამართით და გონივრულობა გამოიჩინოს.
„ტრამპის მთავრობამ, ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა, რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ და დაინახონ, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანი, თავისი ისტორიითა და ცივილიზაციით, უდიდესი ქვეყანა და ერია. ირანელ ხალხს კორექტული და გონივრული ტონით უნდა ესაუბრონ და არა მუქარის ენაზე,“-აღნიშნა ირანის ვიცე-პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, ამერიკის შერთებული შტატების პრეზიდენტმა და სენატმა უკვე აღადგინეს ირანის მიმართ გასატარებელი სანქციების ნუსხა. ამ ეტაპზე სენატი ირანის მიმართ ახალ, დამატებით სანქციებზე მუშაობს. სანქციების ხელახლა დაწესებამდე, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებული ბირთვული უსაფრთხოების შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.