ავღანეთში, მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ, 16-ს მიაღწია

დღეს დილით, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაგარში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ, ახალი ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, გარდაცვლილია 16 ადამიანი, ხოლო 40-მდე ავღანელი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.
მომხდარის შესახებ ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია პასუხისმგებლობა.
ცნობისათვის, დღეს დილით, ავღანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყანდაგართან ახლოს, პოლიციის ბლოკპოსტის მიმდებარედ, მიკროავტობუსი აფეთქდა. მომხდარის შესახებ ავღანეთის მთავრობა დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები