სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მაისის ბოლოს ეწვევა
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვევიან.
ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიგრან ბალაიანმა გააკეთა.
ტიგრან ბალაიანის განცხადებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 30-31 მაისს ეწვევა.
25-26 მაისს კი თბილისს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი ეწვევა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.