თურქეთმა, შესაძლოა, ებრაულ ნაწარმზე ემბარგო დააწესოს
თურქული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაეფ ერდოღანმა გარკვეული სახის ებრაულ საქონელზე სანქციები დააწესოს. ეს გადაწყვეტილება ერდოღანმა, შესაძლოა, ღაზას სექტორში მიმდინარე საპროტესტო აქციისას, ებრაელი ჯარისკაცების მიერ 100 -მდე პალესტინელის მკვლელობის გამო მიიღოს.
ცნობილია, რომ გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა მუსულმანური სამყაროს ლიდერებს უმასპინძლა. შეხვედრის დროს, მხარეებმა ისრაელის ქმედებები პალესტინელების მიმართ სასტიკად დაგმეს ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის ფაქტი.
ერდოღანის განცხადებით, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) 57-მა წევრმა სახელმწიფომ მას ებრაული წარმოების საქონლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.
ცნობილია, რომ გასულ პარასკევს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) წევრი ქვეყნების შეკრებაზე, სპეციალურ დეკლარაციასაც მოეწერა ხელი, სადაც ებრაულ საქონელზე სანქციების დაწესებისკენ მიმართული მოწოდებებია გაჟღერებული.
აღსანიშნავია, რომ ღაზას სექტორში ებრაული საჯარო შენაერთების მიერ პალესტინელების დახოცვასთან დაკავშირებით, თურქეთმა ელჩი ისრაელიდან უკან გამოიხმო, ხოლო ისრაელის ელჩს ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა.