სირიაში მდებარე საჰაერო ბაზის სიახლოვეს, რუსმა სამხედროებმა, ამოუცნობი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, სირიაში მდებარე რუსული ავიაბაზის სიახლოვეს, ამოუცნობი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
რუსული სამხედრო უწყების განცხადებით, „ინციდენტის შედეგად არ არიან დაშავებულები და საავიაციო ბაზა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ოპერირებას“.
ბრიტანეთში ბაზირებული ადამიანის უფლებათა სირიული მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, წუხელ, სირიაში განთავსებული რუსული ავიაბაზიდან, იერიშის მოსაგერიებელი აფეთქებების ხმა ისმოდა.
ამ დროისათვის ჩამოგდებული დრონის შესახებ განცხადებას, სირიასთან დაპირისპირებული არცერთი ქვეყანა არ ავრცელებს.