პაკისტანში 65 ადამიანი გაუსაძლისად მაღალ ტემპერატურას ემსხვერპლა
პაკისტანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ყარაჩიში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, გაუსაძლისმა სიცხეებმა უკვე 65 ადამიანი იმსხვერპლა. “საზოგადოებრივი კეთილდღეობის” ორგანიზაციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა რაოდენობა, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს, რადგან რეგიონში გაუსაძლისი სიცხეები კვლავაც გრძელდება.
მაღალ სიცხეებს რამადანის მარხვაც დაერთო, რა დროსაც მუსლიმები დღის მანძილზე არც საკვებს და არც წყალს არ იღებენ. ამასობაში კი, ყარაჩიში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია.
სასწრაფო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ღარიბი რაიონების და ქალაქის შემოგარენში არსებული ბარაკების ტიპის დასახლების მაცხოვრებლები არიან, რომლებსაც წყალსა და საკვებზე წვდომა საღამოს საათებშიც არ გააჩნიათ.