სოფიო ქაცარავა: ჩვენი პრიორიტეტი რუსეთთან პრაგმატული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან პრაგმატული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებაა.

როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია რატომ წამოჭრა პრეზიდენტმა რუსეთის პირველ პირთან შეხვედრის სურვილი, როდესაც მას შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების ინიციატივისთვის, რომელიც მაღალი დონის შეხვედრის მხარდაჭერას გულისხმობდა.

“ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთთან პრაგმატული, პრინციპული და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება, რაზეც ჩვენ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენი სწორი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით, ჩნდება კითხვები თუ რატომ წამოჭრა მან რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის საკითხი, რადგან არაერთხელ ყოფილა ის მოცემულობა, როდესაც პრეზიდენტს შეეძლო მხარი დაეჭირა პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების ინიციატივისთვის, რომელიც გულისხმობდა მაღალი დონის შეხვედრის მხარდაჭერას ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ამასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოგვარებისკენ თუნდაც მცირედი ნაბიჯების გადადგმაა”,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ როგორი ურთიერთობაც ჩამოყალიბდა რუსეთთან, მათი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სწორია. ქართული მხარე მათ რაციონალურ დიალოგს სთავაზობს.
პრეზიდენტის თქმით, ის ნატრობს იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს არა მისი იმიჯიდან, არამედ რუსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დაელაპარაკება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები