ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტს,  გრამოზ რუჩის შეხვდა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო  რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრა სტამბულში, PABSEC-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები