ბექა ოდიშარია – ზურგის ქარს ვუსურვებ ქალაქის მერიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დედაქალის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
,,პირველ რიგში, მინდა დედაქალაქის მცხოვრებთა სახელით მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს, რომლებმაც ქალაქის მერთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ გააჟღერეს, რომ თბილისის ბიუჯეტს დამატებით 30 მილიონი ლარი გამოეყოფა, მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების წელსვე დასასრულებლად“.
ოდიშარიამ კახა კალაძის სხვა ინიციატივებიც შეაფასა, მათ შორის ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული ადამიანებისათვის საკუთრების აღდგენის უფლება. „ეს ინიციატივა იმით გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ერთი მხრივ, ამ ადამიანების პრეტენზიასა და სარჩელს აღარ ჰყავდა მოპასუხე, ვინაიდან, ყველას კარგად გვესმის, რა პერიოდში მოხდა ამ მშენებლობების დაწყება და არ განხორციელება. მეორე მხრივ კი, აღნიშნული უფლების აღდგენა ხდება კერძო-საჯარო ინიციატივით, როდესაც ბიზნესს გადაეცემა მუნიციპალიტეტის განკარგულებაში არსებული ქონება, რის შედეგადაც ბიზნესი შექმნის ახალ ეკონომიკურ აქტოვობებს, ახალ სამუშაო ადგილებს, ამ პროცესით დაზარალებული ადამიანები კი მიიღებენ საკუთარ დაკარგულ ქონებას“.
,,ასევე, მნიშვნელოვანია მიწისქვეშა ავტოსადგომებთან დაკავშირებული საკითხი. მინდა მივმართო ბიზნესს, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში რადგან ყველა მნიშვნელოვან ქალაქსა და მეგაპოლისში, და თბილისი სწორედ ასეთად ყალიბდება, ეს ბიზნესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტაბილური და ის საჭიროებს თავდაპირველ ინვესტიციებს. ასევე აღსანიშნავია ის პროცესი, რომელიც ე.წ უკანონოდ დასაკუთრებული ქონების მოსახლეობისათვის დაკანონებას ეხება, რადგან რაც უფრო დრო გადის, უფრო რთულია ამ ქონებას უწოდო უკანონო, რადგან ადამიანები მრავალი წელია, იქ ცხოვრობენ. მეორე მხრივ კი, ეს კეთილშობილური პროცესი ვერაფრით წაახალისებს მოსახლეობაში ახალი ქონებების დასაკუთრების სურვილს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები