მიხეილ ჯანელიძე: ჩემთვის და მთელი მთავრობისთვის ქვეყანაში ფაშისტური ჯგუფების არსებობა მიუღებელია

ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება ფაშისტურ ჯგუფებთან საბრძოლველად.
ჯანელიძის თქმით, მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში.
“ჩემთვის მიუღებელია ფაშისტური ჯგუფების არსებობა ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, მთავრობისთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასევე მათი არსებობა. მთავრობა ყოველთვის შეებრძოლება ამ ჯგუფების არსებობას საქართველოში. რაც შეეხება რადიკალურ ჯგუფებს, ამასაც სჭირდება პროცესის მართვა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომ აცილებული იქნას თავიდან რადიკალიზაცია, რადიკალურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რუსეთის ინტერესების გატარება საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები