კირ სტარმერი – ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა თავიანთი სამუშაო უსაფრთხოდ შეასრულონ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი გამოეხმაურა ღაზაში „ალ-ჯაზირას“ ჟურნალისტის მკვლელობას და მომხდართან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვა.

“ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ღაზაში ჟურნალისტების განმეორებითი თავდასხმებით. კონფლიქტების გაშუქების რეპორტიორები დაცული არიან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით და ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად, შიშის გარეშე რეპორტაჟების მომზადება, ხოლო ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებმა უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი სამუშაო”,- აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტარმერის თქმით, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის ზონაში, დაცულნი უნდა იყვნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ბრალდება ჟურნალისტების შესაძლო კავშირზე შეიარაღებულ ჯგუფებთან უნდა განიხილებოდეს გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურით.

შეგახსენებთ, დაბომბვის შედეგად დაღუპულია ალ-ჯაზირას ცნობილი ჟურნალისტი ანას ალ-შარიფი და მისი ოთხი კოლეგა ოპერატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები