სუს-ის უფროსი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.

როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრიდან აცნობეს, სხდომაზე ვახტანგ გომელაურმა რეგიონში არსებული საფრთხეების შესახებ საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა.სუს-ის უფროსმა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე აღნიშნული საფრთხეების გავლენაზე ისაუბრა.

სხდომაზე ასევე განიხილეს აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდის საკითხი,ნატოს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის მზადება,მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის თავდაცვის სფეროში რეფორმების მიმდინარეობა.

სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები