ირაკლი კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პროგრესის აღნიშვნა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით

„დღეს გვქონდა დისკუსია უშიშროების საბჭოს ფორმატში ქვეყნის თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის, შევეხეთ ნატოს სამიტს და ვსაუბრობდით ჩვენს პერსპექტივებზე”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის აღნიშვნა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროგრესის აღნიშვნა ამ მიმართულებით. ასევე, გვქონდა საუბარი თავდაცვის სფეროში განსახორციელებელ რეფორმებზე. მოვისმინეთ ამ კუთხით თავდაცვის მინისტრის მოხსენება. შედგა დისკუსია და გვქონდა საუბარი, ზოგადად, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს იყო დღის წესრიგის ძირითადი საკითხები. იყო საინტერესო დისკუსია საინტერესო დასკვნებით”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები