კახა კალაძე: გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები, საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, თუ რა განსხვავებაა არსებულ და წინა ხელისუფლებებს შორის.
მისი თქმით, 2012 წლიდან ყველაზე მთავარი მონაპოვარი არის ადამიანის თავისუფლება.
„ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას და ქვეყანას, სადაც თავისუფალი ადამიანები იცხოვრებენ. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერს და თითოეულ პოლიციელს მადლობა გადაუხადა.
“მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ იქ მდგომი ადამიანების უფლებებს. მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, თუ როგორ ხდებოდა აქციების დარბევები. საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები