კახა კალაძე: ნარკოპოლიტიკა რომ უნდა გადაიხედოს, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ

მე პირადად ჩართული არ ვიქნები მოლაპარაკებებში. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩავერთვები, – ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
„მე პირადად ჩართული არ ვიქნები მოლაპარაკებებში. თუ ამის აუცილებლობა იქნება, ჩავერთვები, თუმცა არ ვფიქრობ, რომ იყოს ამის საჭიროება. მოლაპარაკებები დღეს გაიმართება და შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ნარკოპოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს.
„ნარკოპოლიტიკა რომ უნდა გადაიხედოს, ამაზე უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ და გუშინწინდელი ჩემი განცხადებაც მგონი, მეტყველებს იმაზე, თუ კარგად მოუსმენთ რაზეა საუბარი ჩემი მხრიდან გუნდის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, იქ მგონი ყველაფერი ნათელია.
სპეკულირება იმაზე, რომ ბერამ ისაუბრა და ამის შემდეგ ხდება ამ საკითხზე მუშაობა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და ეს არის სერიოზული პრობლემა.
ამასთან, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ნარკორეალიზატორებს ყველა ერთად უნდა ებრძოლოს.
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს, ნარკოტრეფიკს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ბევრი ადამიანი ჩაერთვება“, – განაცხადა კალაძემ.
გიორგი გახარიასა და „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმების პირობებზე მუშაობა დღეს დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები