პრეზიდენტის მოწვევით, უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

უშიშროების საბჭოს სხდომა 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს.
„საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ორშაბათს 14 მაისს, 18:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წლის სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო და რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.
მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი“,- აცხადებენ აპარატში.
სხდომაში მონაწილეობისთვის მოწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები