ნიკა გვარამია პროკურატურაში მისვლას დღეს აპირებს

   სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას დღეს აპირებს. ნიკა გვარამია პროკურატურაში გუშინ, 12:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა დაგეგმილი დღის გამო, ჩვენების მიცემას დღეს გეგმავს.
გვარამიას პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებების შესახებ დამატებით დაჰკითხავენ.
“რუსთავი 2″-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენცია გამართა და ხელისუფლებას ჯოჯოხეთის მოწყობას და იმ ფარული ჩანაწერების გასაჯაროებას დაჰპირდა, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ მაღალჩინოსნებს გადაუღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები