ტრისტან წითელაშვილი ერეკლე კოდუას და ლევან ტაბიძეს წამებაში ადანაშაულებს

  გენერალი და სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ლევან ტაბიძესა და ერეკლე კოდუას წამებაში ადანაშაულებს. წითელაშვილის განცხადებით, 2008 წლის 26 აგვისტოს ლევან ტაბიძემ მისი და მისი მეგობრების გატაცება და წამება დაგეგმა. მისივე განმარტებით, მოდულის შენობაში 2 დღე უშუალოდ ტაბიძე და კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომლები მას და მის მეგობრებს აიძულებდნენ სამშობლოს ღალატი ეღიარებინათ. 2 დღის შემდეგ კი ისინი უკვე სოდ-მა დააკავა და ჩვენების მისაღებად ერეკლე კოდუამ აწამა.
„მოდულის შენობაში 26- 27 აგვისტოს ვიმყოფებოდი. ლევან ტაბიძე ჩემს მიმართ ახდენდა ზეწოლას, ის მცემდა წიხლებით და ასევე, იყენებდა ხელკეტს. მთხოვდა, რომ მიმეცა მათთვის სასურველი ჩვენება. კოდუამ პირდაპირ გვითხრა, რომ თქვენ ჩვენთან თანამშრომლობა თუ არ გინდათ, მაშინ თქვენ სამუდამოდ გაგიშვებთ ციხეშიო. ჩვენგან თანხმობა რომ ვერ მიიღო, კოდუას მითითებით ჩაგვიყვანეს მოდულის დროებით დაკავების იზოლატორში, შემდეგ გლდანის ციხეში გადაგვიყვანეს“,- განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გენერალი 2013 წლის იანვარში პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. პროკურატურას სარჩელით მან 7 თვის წინ მიმართა. ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, იგი თავდაცვის სამინისტროდან გახარჯული თანხებით დაინტერესდა, რასაც მისი დევნა მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები