ანდრეი მაკარევიჩის პასუხი რუსეთის კულტურის მინისტრს
ღმერთმა იცის, არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო კულტურის მინისტრს მედინსკის, რომელმაც ტვიტერში დაწერა: ,,სად არიან ახლა ეს მაკარევიჩები, შევჩუკები, აკუნინები? რატომ არ გამოდიან მსოფლიოს მარშზე?“
ბატონო მინისტრო, უკვე გამოვედით. და, სხვათა შორის ,იმიტომ გამოვედით, რომ ეს კატასტროფა ოდესაში არ მომხდარიყო. ამ მსოფლიოს მარშის გამო ჩვენ ფაშისტებად მიგვიჩნიეს. ოდესაში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დუწყებენ ძებნას დამნაშავეებს, – და ამას ყველა თავისი სიმართლის სასარგებლოდ გააკეთებს.
ამ დროს კი ხალხი დაიღუპა. ამ დაღუპულთათვის უკვე სულ ერთია, ვინ ისროლა პირველმა ასანთის ღერი. ეს კატასტროფა გარდაუვალი იყო. ტყუილმა და ურთიერთზიზღმა ორივე მხრიდან ისეთ ზღვარს მიაღწია, რომ იარაღს აუცილებლად უნდა გაესროლა, ოდესაში თუ არა, სხვაგან მაინც. კვლავაც დარწმუნებული ვარ, რომ არა ყირიმის პრეცედენტი – არ მოხდებოდა არც კიევისა და სამხრეთ აღმოსავლეთს შორის დაპირისპირება, არც უაზრო თვითგამოცხადებული რესპუბლიკები იქნებოდნენ, არც დაღუპული ადამიანები და შესაძლოა, არც ოდესის ტრაგედია არ მომხდარიყო.
მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ერთ მომენტში მთელი მსოფლიოსგან თავის იზოლირება მოვახერხეთ. არც სანქციებზე ვსაუბრობ, რომელსაც ჩვენ ხვალ შევიგრძნობთ – ჩვენი ხელისუფლების ცხოვრების დონეს ის, რასაკვირველია, არ შეეხება, ის შეეხება ჩვენს თანამოქალაქეებს. დიდად მოხარული ვიქნები, თუკი ვინმე ჩემს შეხედულებებს არგუმენტირებულად გადამაფიქრებინებს. მაგრამ არა, საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვა, საკუთარი სიდიადის შესახებ ძახილი მესმის და მთელი მსოფლიოს სიძულვილი უფრო ადვილია, ვიდრე ქალაქების აშენება, ეკონომიკის აღორძინება, წარმოება და მშვიდად, ჰარმონიაში ცხოვრება.