წალკის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

     შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ამხილეს და დააკავეს წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტას, ხარებას და ჩრდილის უბნის თემის რწმუნებული სონია თანასოვა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ სონია თასანოვამ მოქალაქეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გასატანად და სარეალიზაციოდ საქონლის წარმოშობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადა, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვა და გამოართვა 3000 ლარი. სამართალდამცველებმა სონია თასანოვა თანხის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.

[youtube url=”www.youtube.com/watch?v=CFFYC6SFIzE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები